UV Print

UV პრინტერი წარმოადგენს დანადგარს, რომელსაც ნებისმიერი ტიპის მყარ მასალაზე შეუძლია ბეჭდვა. დიბონდი, ორგმინა, პვხ, ქვა, მინა, ხე, ლამინატი, მდფ და ა.შ.

დანადგარი იყენებს სპეც საღებავებს, რომელიც ულტრაიისფერი სხივების მოქმედებით მომენტალურად შრება და ზედაპირზე რჩება. ჩვეულებრივი საღებავებისგან განსხვავებით, UV საღებავები მზის სხივების მიმართ გაცილებით მედეგია და თითქმის არ ხუნდებს. ასე რომ, ფაქტიურად ნებისმიერი მასალის ხელოვნების ნიმუშად ქცევაა შესაძლებელი. 

ამასთან, ჩვენი UV პრინტერი ფართოფორმატიანი ჰიბრიდულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიგანეში 250 სმ მასალას იტევს, ხოლო სიგრძე არანაირად არაა შეზღუდული.