როცა თქვენი ბიზნესისთვის ახალ ლოკაციას ხსნით, რა თქმა უნდა, რეკლამაც გჭირდებათ. სარეკლამო აბრა, რაც უფრო “მყვირალა” და თვალში მოსახვედრი იქნება, მით უკეთესი როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი მომხმარებლისთვისაც, რომელიც ადვილად მოგაგნებთ.
ასეთ შემთხვევაში უმჯობესია სარეკლამო აბრა ანათებდეს კიდეც და აქ უკვე არჩევანის წინაშე ვდგებით, რა სჯობს, მოცულობითი ასოების გაკეთება თუ მანათობელი აბრის, ე.წ. ლაითბოქსის დამონტაჟება?!
მიუხედავად იმისა, რომ მოცულობითი ასოები და ლაითბოქსი დაახლოებით ერთ საფასო კატეგორიაში გადის, მაინც არის რამდენიმე ნიუანსი, რაც გადაწყვეტილების მიღებას გაგვიადვილებს.
პირველ რიგში, ხშირად წარწერის მარტო ქართულ ენაზე შესრულება დამკვეთისთვის მიუღებელია და ანალოგიური ტექსტის შესრულება სხვა ენაზეცაა (ძირითადად ინგლისურად) საჭირო. ასეთ შემთხვევაში, რაკი მოცულობითი ასოები ფაქტიურად ცალობით იანგარიშება, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ფასი ორმაგდება.
ანუ, თუ მოცულობითი ასოებით “სალონი”-ს დაწერა გვსურს და ამის გაკეთება ინგლისურადაც გვჭირდება – Salon, მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ თითქმის ორმაგი ფასის გადახდა მოგვიწევს. ამ დროს კი ორივე ტექსტი, ინგლისურიც და ქართულიც ერთ ლაითბოქსზე თავისუფლად მოთავსდება და ხარჯიც შესაბამისად, შედარებით დაბალი იქნება.
რა თქმა უნდა, მოცულობითი ასოები ესთეტიურად შესაძლოა გაცილებით მოგვწონდეს და ექსტერიერსაც უფრო მეტად უხდებოდეს, მაგრამ აქ უკვე მეორე პრობლემის წინაშე ვდგებით, რაც უკვე სამონტაჟო სამუშაოებისას იჩენს თავს – საქმე იმაშია, რომ ასოები ანათებენ, განათებას კი, როგორც ცნობილია, ელექტროენერგია და შესაბამისად, თითოეულ ასომდე კაბელის მიყვანა სჭირდება. შესაბამისად, ეს კაბელები ან რამე კაბელ-არხში უნდა დაიმალოს და იქიდან მიეწოდოს თითოეულ ასოს, ანაც ფასადი უნდა ამოითხაროს, იქ ჩალაგდეს კაბელები და მერე ექსტერიერს ისევ პირვანდელი სახე მიეცეს. ლაითბოქსის შემთხვევაში კი, კაბელები უშუალოდ მანათობელი ყუთის უკან იმალება და არ ჩანს.
ამიტომ, მოცულობითი ასოების შეკვეთსას უნდა გაითვალისწინოთ, რომ ზემოთმოყვანილი პრობლემების გამო, შესაძლოა ეს ყველაფერი მთლიანად მილ-კვადრატის კონსტრუქციაზე ან ცალკე დაფაზე აწყოს და ფასადზე ასე დამონტაჟდეს.
რაც შეეხება ლაითბოქსებს, ძირითადად ორი ტიპის გვხვდება –
ლაითბოქსი თუ მოცულობითი ასოები?

1 – ორგმინაზე UV პრინტერით დაბეჭდილი მანათობელი აბრა.
2 – რუტერზე ამოჭრილი ალუკაბონდის მასალა, რომელსაც ჭრილებში ორგმინა აქვს ამოფენილი და დიოდებით ნათდება.
გისურვებთ წარმატებებს… 🙂