DD company საქართველოს სარეკლამო ბაზარზე უკვე 20 წელზე მეტია ოპერირებს. 

ამ ხნის მანძილზე კომპანიამ არაერთი მსხვილი პროექტის განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.  მათ შორისაა : ქალაქ თბილისის ავტობუსების და მიკროავტობუსების გაფორმება;  დაცვის პოლიციის აბრების დამზადება; ქალაქ თბილისის საახალწლოდ გაფორმება; ბენზინგასამართი სადგურების მოწყობა; “ზღაპრის” მაღაზიათა ქსელის გაფორმება; “თერმო ცენტრის” შოურუმების გაფორმება, სხვადასხვა კინოკომპანიებთან თანამშრომლობა სცენების მოწყობისა და რეკვიზიტების მომზადების მხრივ და ა.შ. 

ამ ხნის განმავლობაში სარეკლამო კომპანიამ დაიმსახურა საქმის მაღალ დონეზე, დათქმულ ვადებზე ადრე შემსრულებლის და ადეკვატური ფასების მქონე საწარმოს რეპუტაცია. 

კომპანიას აქვს შიდა სარეკლამო წარმოება, ამ წარმოებისთვის საჭრო ყველა დანადგარი და შესაბამისად, მომხმარებელს სთავაზობს ერთის მხრივ სწრაფ მომსახურებას და მეორეს მხრივ, ბაზარზე არსებულთან შედარებით, გაცილებით დაბალ ფასებს. 

თუნდაც ის ფაქტი, რომ კომპანია სხვა სარეკლამო სააგენტოებთანაც მუშაობს და მათ მიერ აღებულ შეკვეთებს ამზადებს, უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს.