რუტერი ესაა დანადგარი, რომელსაც მეტალის გარდა, თითქმის ყველა მყარის მასალის ფორმებზე დაჭრა და გრავირება შეუძლია.

ორგანული მინა; MDF; ლამინატი; დიბონდი; ფანერა; ხე; PVC…

მითითებული ფაილის მიხედვით, დანადგარს შეუძლია ყველა ამ მასალის ფორმებზე შემოჭრა, სხვადასხვა დონის გრავირების გაკეთება და სხვა მსგავსი პროცედურების შესრულება. 

ჩვენთან დახვდებათ საქართველოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დიდი რუტერი, რომელზეც 2 მეტრი x 3 მეტრზე დეტალის მოთავსებაა შესაძლებელი. დაგეხმარებით დიზაინის და ტექნიკური ფაილის მომზადების მხრივ და გაგიწევთ ყველა საჭირო კონსულტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. 

რუტერი ძირითადად გამოიყენება ავეჯის და დეკორაციების, შირმების და ჭვირული გამყოფების, მოცულობითი ასოების და თარგების დასამზადებლად.